მენიუ დახურვა

ნახევარი საათის წინ ბათუმთან ახლოს მიკროავტობუსი ერთიანად დაიწვა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიკროავტობუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის მერიის პრესცენტირის ინფორმაციით, მიკროავტობუსი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. შემთხვევის დროს ტრანსპორტში მძღოლის გარდა, არავინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ცეცხლი მიმავალ მიკროავტობუსს გაუჩნდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

loading…


მსგავსი სიახლეები