მენიუ დახურვა

საშინელ ავარიებს ბოლო არ უჩანს: სამტრედიაში მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა და აფეთქდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი სოფელ მთისძირის მიმართულებით მოძრაობდა და ელექტრო სადენების ბოძს შეეჯახა.ავტოავარიის შედეგად სოფელში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. “საბედნიეროდ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. დღესვე, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.”- განაცხადა ფოცხვერიამ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

პრაიმტაიმი

loading…


მსგავსი სიახლეები