მენიუ დახურვა

ელიზბარ ოდიკაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის პირველობაზე

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძის მიერ ბელარუსელ ანდრეი კარპაჩთან გამარჯვების შემდეგ 97 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ სძლია მოლდოველ ნიკოლა ჩებანუს და საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

გუნდურ ჩათვლაში პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილზეა მის წინ მყოფი აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები გუნდებიდან, პრაქტიკულად, მხოლოდ უკრაინის და ბელარუსის გადასწრების შანსს ინარჩუნებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

loading…


მსგავსი სიახლეები