მენიუ დახურვა

ქედაში კარიერის უნებართვოდ აფეთქების გამო დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გრატიაშვილმა ქედაში კარიერის აფეთქებისას დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამივე მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას აპირებს.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

6 წლის ბიჭი 31 ოქტომბერს კარიერის აფეთქების დროს გასროლილმა ქვამ იმსხვერპლა. იგი აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იმყოფებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გრატიაშვილმა ქედაში კარიერის აფეთქებისას დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამივე მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას აპირებს.

წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

6 წლის ბიჭი 31 ოქტომბერს კარიერის აფეთქების დროს გასროლილმა ქვამ იმსხვერპლა. იგი აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იმყოფებოდა.წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.