მენიუ დახურვა

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც პროკურატურასთან ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა?

დღეს ახალგაზრდა მამაკაცმა პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა. როგორც ლევან ჯიბუტმა განაცხადა, იძულებული იყო პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიემართა. ის პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდა. მისი მეუღლე კი, უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებს.

5 თვის წინ, ნასვამ მდგომარეობაში ერთ-ერთი ნაცნობის ოჯახიდან პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მომხდარიდან 8 საათში ოჯახს ზარალი აუნაზღაურა და დაუბრუნა მოპარული ნივთი. ლევან ჯიბუტის თქმით, მისთვის დაზარალებულს არ უჩივლია. მომხდარი ფაქტის გამო, დააკავეს და ახლა, სასამართლო განაჩენს ელოდება.

დაკავებული ვიყავი 10 დღით. მერე გირაოთი გამოვედი. 17 აპრილს სასამართლო მაქვს. პროკურორი მეუბნება ციხეზე დამთანხმდი ორი წლის ვადით, ეს რეალურიაო. მე კი ვთხოვ, თანხა დამისახელონ და საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან ოჯახი უპატრონოდ მრჩება. მყავს დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მათი ერთადერთი მარჩენალი მე ვარ” – განაცხადა ლევან ჯიბუტმა პრაიმტაიმთან” .

პროტესტის შემდეგ, საქმის პროკურორი მის ადვოკატსა და ოჯახის წევრებს შეხვდა. ამ წუთებში თავად განსასჯელი ელოდება პროკურორთან შეხვედრას.

loading…


მსგავსი სიახლეები