მენიუ დახურვა

7 წელზე მეტია მშვიდობაა, უსაფრთხო ქვეყანა ვართ. მეტი გვჭირდება?… – თალაკვაძემ მიღწევები ჩამოთვალა

უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს ასახელებს.

ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად”, -ამბობს თალაკვაძე.

loading…


მსგავსი სიახლეები