მენიუ დახურვა

არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 27 ტელეფონი მოიპარეს და ლომბარდში ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია ალტა ოქეის” გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები თბილისში მდებარე ლომბარდებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა – ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ” ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის ა” ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Loading...

მსგავსი სიახლეები