მენიუ დახურვა

გორში 6 ძაღლი მოწამლეს – ერთი უკვე მოკვდა

გორში 6 ძაღლი მოწამლეს, აქედან ერთი უკვე მოკვდა. ცხოველების მეპატრონემ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს დასახმარებლად მიმართა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ აფციაურმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

დღეს დილით მოვიდა გორის მკვიდრი და თან მოწამლული ძაღლებიც მოიყვანა, რომლებსაც ინტოკსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, საერთო სისუსტე და გულისრევა. სამწუხაროდ ერთი უკვე მოკვდა. ახლა დანარჩენ ხუთს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ცხოველების მეპატრონემ პოლიციაც გამოიძახა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის, იგივე პიროვნებას გასულ წელსაც მოუწამლეს ძაღლები”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ აფციაურმა “პრაიმტაიმთან”.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს.

loading…


მსგავსი სიახლეები