მენიუ დახურვა

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროპის საბჭოს სასახლის წინ – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“

ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა – მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – წერია ვასკვლავზე.

ცნობილი ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

loading…


მსგავსი სიახლეები