მენიუ დახურვა

რა დავარქვა ამას? – დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილს უპასუხა

ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს ლიდერმა, დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილის შეაფასება, სადაც ყოფილი პრემიერი მთავრობისადმი მაღრაძის კრიტიკული პოზიციის გამო გაკვირვებას გამოთქვამს.

“რა დავარქვა ამას? – ხელოვანის ბედი როგორ სახელმწიფოში? – ჟურნალისტებისთვის მიმინდია გაგრძელების მოძებნა. ჩემი განვლილი ცხოვრების მინიშნების საპასუხოდ მინდა ვთქვა, შემცდარიც ვყოფილვარ და მართალიც, მაგრამ არც ერთი განსაცდელი, არც ერთი ქარტეხილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოფილა, არ ამირიდებია. ყველა განსაცდელში ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი.

ჩვენმა საპროტესტო ბრძოლამ, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თუ საბოლოო შედეგი ვერ დადო, ის შედეგი ხომ მაინც მოიტანა, რომ ივანიშვილმა გაბედა, გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე და მას ამ დიდ დამსახურებას არავინ უკარგავს – სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გაშვების საქმეში. ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და მე მჯერა, რომ ამას ჩვენი ხალხი ხედავს. ეს ჩემი მოკლე პასუხია ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ, – განუცხადა მაღრაძემ “ინტერპრესნიუსს”.

Loading...

მსგავსი სიახლეები