მენიუ დახურვა

ჭკუიდან გადაიყვანა ნარკოტიკმა და ლოთობამ – რას იხსენებს ხაშურში დაჭრილი ქალი ნათესავი

ქმრისგან სასიკვდილოდ განწირული 33 წლის თამარ (თაკო) ლომიძე ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, შმაგი დოლიძე ცოლს სამსახურში სისტემატურად აკითხავდა და შერიგებას სთხოვდა.

თაკო ლომიძეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილი იყო გულმკერდის არეშიც.

“შმაგი ჭკუიდან გადაიყვანა ნარკოტიკმა და ლოთობამ. არ ისვენებდა, სამსახურში აკითხავდა თაკოს, ეხვეწებოდა, შემირიგდიო, თაკო ერთადერთ პირობას უყენებდა, თუ გამოსწორდები, შეგირიგდებიო. როგორც გამოსწორდა, ყველამ ვნახეთ. შმაგი, როგორც ნარკომომხმარებელი, პოლიციაშიც იყო აღრიცხვაზე. ამ უბედურებამდე ნახევარი საათითადრე შმაგის თაკოს ძმისთვის დაურეკავს, სად ხარო? რაკი მან უთხრა, თბილისშიო, ეტყობა, გული მიეცა და გოგოს სამსახურში მიუვარდა, ამბობს თაკო ლომიძს ნათესავი კვირის პალიტრასთნ.

შმაგი დოლიძე იმავე დღეს დააკავეს და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. მან თავიდან დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე არც პროკურორისა და არც მოსამართლის კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.

Loading...

მსგავსი სიახლეები