მენიუ დახურვა

მე რომ არ მეომა შენ დღეს აქ არ იჯდებოდი მე თქვენი გულისთვის რუსები ვხოცე ბესო ჩუბინიძე ანი სუბელიანს დაუპირისპირდა

დაპირისპირება ნანუკას შოუში. ბესო ჩბინიძე ანი სუბელიანის კითხვამ თუ რა დამსახურება აქვს საზოგადოების წინაშე და რა უფლებით უყურებდა ზემოდან თამარ კორძაიას გააღიზიანა.

ანა სუბელიანმა გადაცემაში ისაუბრა ფრაიდის შესახებ.

ფრაიდი ეს არის კვირეული, რომელიც ეძღვნება ლგბტ ქ ადამიანების  უფლებების დაცვას . თემი, რომელიც არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და იზღუდებიან. მათ არ აქვთ დასაქმების, ბინის ქირაობის შესაძლებლობა, ეძღუდებათ თავისუფლება. ეს ადამიანები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ რამდენიმე აქტივობას, ერთერთი იქნება კონფერენცია, სპექტაკლი, ერთერთი იქნება მსველობა (არასაზეიმო) აქცია პერფორმანსი ქუჩაში თქვა ანი სუბელიანმა.

ფიქრობთ რომ ეს ღონისძიება ჩატარდება? ბესო ჩუბინიძის ამკითხვას თამარ კორძაიამ უპასუხა და განაცხადა, რომ თუ ის ამ ეთერიდან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ეს უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად ნახევარ საქმეს გააკეთებს.

თქვენისთანა ავტორიტეტული ადამიანი თუ ამ ეთერიდან მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ეს უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად ნახევარ საქმეს გააკეთებთ. ვერ მოუწოდებთ?, ე.ი მოძალადე ხართ.

არავინ არ გცემთ. თქვა ჩუბინიძემ

რა დამსახურება გაქვთ რომ ასე ზემოდან უყურებთ ადამიანს უთხრა ანი სუბელიანმა ჩუბინიძეს რაზეც პასუხად მიიღო:

მე რომ არ მეომა შენ დღეს აქ არ იჯდებოდი  მე თქვენი გულისთვის რუსები ვხოცე, მე მათთვის არ მიხოცია იქ რუსები  თქვა ჩუბინიძემ.

აღნიშნულმა ფრაზამ სტუმართა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები