მენიუ დახურვა

ასმათ ტყაბლაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუპირისპირდა: სამარცხვინო ამბავია…

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საყვედურს გამოთქვამს, რომ გენიალური რეჟისორის, გია დანელიას შესახებ გადაცემა არ გააკეთეს. მსახიობი შემდეგი სახის მიმართვას გამოთქვამს:

“საყვედური მინდა, გამოვაცხადო საზოგადოებრივი არხის მიმართ. გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, გულით, სულით, ჯიშით და ჯილაგით ქართველი და ერთი გადაცემის ღირსი არ გახადეთ. ქართველი ერი, ვინც ვიცით და ვინც პატივს ვცემთ ყველაფერს დიადს და ქართულს, ჩვენც ვიხდით ბიუჯეტში თქვენთვის და ჩვენც უნდა გვცეთ პატივი. სამარცხვინო ამბავია, გაჯობეს რუსმა ერმა, რუსმა ხელოვანებმა. იქნებ არც ის იცით, რომ დიდი ვერიკო ანჯაფარიჯის დისშვილი იყო.

loading…


მსგავსი სიახლეები