მენიუ დახურვა

(ვიდეო)გუშინდელი დღის შემდეგ ვეძებ იმ ქალბატონის ვინაობას, 9 აპრილის ძეგლთან რომ ითხოვდა დახმარებას

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:

გუშინდელი დღის შემდეგ ვეძებ იმ ქალბატონის ვინაობას, 9 აპრილის ძეგლთან რომ ითხოვდა დახმარებას.

სამწუხაროდ, ჟურნალისტებსაც არ ჩაუწერიათ ვინაობა და კონკრეტულად რა პრობლემა ჰქონდა.

აუცილებლად უნდა ვიპოვოთ და იქნებ მომეშველოთ. თუ საზოგადოება გვქვია, რაღაცებზე ჩვენც უნდა ვგრძნობდეთ და ვიღებდეთ პასუხისმგებლობას.

გავიფიქრეთ, ვთქვით, დავირაზმეთ და გავაკეთეთ. ასე უნდა იყოს.

იქნებ გადააზიაროთ და ვიპოვოთ.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები