მენიუ დახურვა

ტაქსის მძღოლები დღეს ივანიშვილს რეზიდენციაში საპროტესტო აქციით მიადგებიან

ტაქსის მძღოლები დღეს აქციას გამართავენ. ისინი აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყებენ მსვლელობას და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაასრულებენ პროტესტს. 3 ათასამდე მძღოლი კახა კალაძეს მოუწოდებს, უარი თქვას რეგულაციებზე, არ შეიცვალოს მანქანების ფერი და დაუბრუნონ მძღოლებს ძველი საპარკინგე ადგილები.

“ნაადრევია ჩვენი აზრით ეს მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა არის რომ მარჯვენა საჭიანებს ე.წ. ბ კატეგორიას დართონ ნება მუშაობის და მგზავრის აყვანის”, – განაცხადა მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა.

Loading...

მსგავსი სიახლეები