მენიუ დახურვა

კახა კალაძის საბოლოო სიტყვა: ტაქსების რეფორმა არ გადავადდება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს პასუხობს და აცხადებს, რომ არანაირი რეფორმის გადავადება არ მოხდება”. ამის შესახებ მან იმედის” ეთერში განაცხადა

ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო”, – აცხადებს თბილისის მერი.

მერის თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან”, – აღნიშნა კალაძემ.

ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიაში დღეს განაცხადეს. თუმცა მძღოლები ამას მაინც აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

ისინი რეგულაციების გადავადებას 2021 წლამდე მოითხოვენ.

დღეს ტაქსის მძღოლების აქცია დღის სამ საათზე დაიწყო. მათ აგრარული უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს, თუმცა მოგვიანებით მათი პოზიციები გაიყო. ნაწილი ლეიბორისტებს გაყვა ხვალ კალაძესთან შეხვედრის დასაგეგმად, ნაწილი საკრებულოსთან აქციის გამართვას აპირებს, მესამე ნაწილი კი რეზიდენციასთან რჩება.

“პრაიმტაიმი”

Loading...

მსგავსი სიახლეები