მენიუ დახურვა

განხეთქილება ტაქსის მძღოლებში – შალვასთან და შალვას გარეშე

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაზე შეკრებილ ტაქსის მძღოლებს შორის განხეთქილებაა. ერთი ნაწილი დაშლის მომხრეა. ისინი 24-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მერია მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქციების გაგრძელებას ფიქრობენ. ეს ნაწილი აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილს თავისი გზა აქვს, მათ კი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ.

არის მეორე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ შეკრება გაჭირდება და ჯობს საკრებულოსთან გადაინაცვლონ.

ერთიანი მოთხოვნა კი ასეთია – მერიამ 24 საათში უარი უნდა თქვას ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებზე და ის 2021 წლამდე გადაავადოს.

“პრაიმტაიმი”

Loading...

მსგავსი სიახლეები