მენიუ დახურვა

ბარბაროსობა: მტკვართან წითელ ნუსხაში შეტანილი ნაწამები წავი იპოვეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვდარი წავი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე- ,,სხვა მეზობლები” გავრცელდა. როგორც ირკვევა, წავს ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული. თავში კი, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

გვერდის წევრების ინფორმაციით, წავი წითელ ნუსხაში შესული სახეობაა და შესაბამისი უწყებები უკვე ინფორმირებულები არიან.

” სხვა მეგობრების” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

ეს, ის მეზობელია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაგაცანით და რომელიც ჩვენმა მკვლევარებმა, გუშინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მოკლული იპოვეს.

წავს ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული. თავში, კი, როგორც ჩანს, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს, უკვე, მივაწოდეთ ინფორმაცია და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს.

🔴 შეგახსენებთ, რომ წავი (Otter – Lutra lutra) წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

ფოტოს ავტორი: Giorgi Sheklashvili/Eco Films”-წერია პოსტში.

Loading...

მსგავსი სიახლეები