მენიუ დახურვა

კახეთში პოლიციამ არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავა

პოლიცია

კახეთში, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ნ.-მ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში მოქალაქის კუთვნილი მანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები