მენიუ დახურვა

ზუგდიდში ნაციონალების წევრები დააკავეს

პოლიცია

ზუგდიდში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან გიორგი პატარაია, ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.

‘ძვირფასო მედია,გიორგი პატარაიას ხულიგნობა გსმენიათ ოდესმე? ხო და ხელისუფლების მიქსეულმა ბანდამ გზა გადაუკეტა სანდრას და მის თანმხლებ პირებს, პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს,’- წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები