მენიუ დახურვა

გურჯაანში 16 წლის ბიჭმა მანქანა მოიპარა

გურჯაანში ავტომობილის მოპარვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს.

არასრულწლოვანმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

(პრაიმტაიმი)

Loading...

მსგავსი სიახლეები