მენიუ დახურვა

რატომ დააკავეს ენმ-ის წარმომადგენლები ზუგდიდში?

ნაციონალური მოძრაობის” წევრების, გიორგი პატარაიას და ანი წითლიძის დაკავება ნაციონალურ მოძრაობაში პრაიმტაიმს დაუდასტრეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში პრაიმტაიმს განუცხადეს, დაკავებულები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვდრაზე მიდიოდნენ.ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილს პოლიციამ გზა გადაუკეტა.

პატარაია და წითლიძე ზუგდიდიდს მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ.მერობის კანდიდატის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ პოლიციამ გზა გადაუკეტა, რასაც მოყვა სიტყვიეი შეურაცხყოფა და პოლიციამ ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა- განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე განცხადებით, ნაციონალური მოძრაობაში პარტიის წევრების დაკავებას, წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.

(პრაიმტაიმი)

Loading...

მსგავსი სიახლეები