მენიუ დახურვა

ყვარელში მანქანა მოპედს დაეჯახა – ახალგაზრდა კაცს მძიმე მოტეხილობა აქვს

ყვარელში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ მოპედს ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოპედს მართავდა.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ გაუარაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით, ავარიისას დაშავებულის სხვა კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

loading…


მსგავსი სიახლეები