მენიუ დახურვა

სწრაფი კვების ობიექტებში პენსიონერებს ასაქმებენ

მაინც, რატომ ამჯობინებენ ხანდაზმულ თამანშრომლებს ისეთი რესტორნები, როგორიც არის Pita Pit, Bob Evans და McDonald’s? 

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ტენდენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ამას კი მსხვილი დამსაქმებლები რამდენიმე მიზეზით ხსნიან:

ჯერ ერთი – პენსიონერებს აქვთ საუკეთესო სამუშაო ეთიკა და უნარები; შეუძლიათ, უკეთ გამოხატონ კლიენტის მიმართ კეთილგანწყობა და სმარტფონში არ არიან ცხვირჩარგულები;

მეორე – პენსიონერებს აქვთ კარგი სამუშაო გამოცდილება და, ამის ფონზე, შედარებით დაბალ ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან მათი მიზანია, უბრალოდ, დამატებითი შემოსავალი და ხალხთან მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ;

მესამე – დამსაქმებლებს უჭირთ კარგი თანამშრომლების მოძიება და ამჯობინებენ ხანდაზმული ადამიანების დაქირავებას, რომლებსაც, მინიმუმ, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები მაინც აქვთ;

***

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს პროგნოზით, 2024 წლისთვის 64-დან 74 წლამდე ასაკის დასაქმებულ ამერიკელთა რაოდენობა 4,5%-ით გაიზრდება; 16-დან 24 წლამდე დასაქმებულთა რიცხვი კი 1,4%-ით შემცირდება.  

***

თქვენ რას ფიქრობთ პენსიონერთა დასაქმებაზე?

 

loading…


მსგავსი სიახლეები