მენიუ დახურვა

იაკობ ქაჯაიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რუსი სემიონოვი დაამარცხა და ფინალშია!

ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა არასახარბიელო გამოსვლის შემდეგ (არცერთი ოქრო და გუნდური მეოთხე ადგილი) ქართველი ჭიდაობის მოყვარულები კლასიკოსებისგან ელიან ოქროს მედალს

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ 5:2 სძლია სომეხ რუდიკ მკრტჩიანს, მაგრამ მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ, აზერბაიჯანელ ელდანი აზიზლისთან და 0:9 დამარცხდა.

63 კგ წონაში ლევან ქავჟარაძემ სუფთად მოუგო უნგრელ ბენც კოვაჩს, მაგრამ ფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ, რუს სტეპან მარინიანთან აშკარა უპირატესობით 3:11 წააგო. ლევან ქავჟარაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

77 კგ წონით კატეგორიაში ბექა მამუკაშვილმა ავსტრიელ მიხაელ ვაგნერს 6:5 სძლია, მაგრამ მერვედფინალში პოლონელ ედგარ ბაბაიანთან 2:7 დამარცხდა

87 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა მოულოდნელად წააგო ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა. მას პოლონელმა ტადეუშ მიხალიკმა 4:3 მოუგო

+130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ფინელი ჰეიკი ლახტი და პოლონელი ანჟეი რაევსკი ისე დაამარცხა, რომ არცერთ მათგანს ქულაც კი არ დაუთმო. ნახევარფინალური შეხვედრაში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ, რუს სემიონოვთან მეტად დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

Loading...

მსგავსი სიახლეები