მენიუ დახურვა

ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის

ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს.

ამის შესახებ განცხადება მან მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ის გააკეთებს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას შეეხება.

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. დაიცავი საქართველო დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები, განაცხადა ეკა ბესელიამ.



წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები