მენიუ დახურვა

მეცნიერებმა მარიანის ღრმულში უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს

მეცნიერების მტკიცებით ოკეანის ფსკერის მხოლოდ 5%-ია შესწავლილი. პლანეტა მარსის და მთვარის მეორე მხარის შესახებ უფრო მეტია ცნობილი.

techcult-ის ცნობით, მალე ოკეანის ერთი საიდუმლო კიდევ გამჟღავნდება. მარიანის ღრმული ყველაზე ღრმა და ნაკლებად შესწავლილი ადგილია. ბოლო კვლევების შედეგად, მხოლოდ ის დადგინდა, რომ წყლის სიღრმიდან ხმა ისმის. ახლა კი მეცნიერებმა უნიკალური ბაქტერიები აღმოაჩინეს.  

კვლევაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობდნენ. მათ მარიანის ღრმულიდან მიკრობები ამოიღეს. ლაბორატორიაში კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ეს ბაქტერიები მოიხმარენ ნახშირწყალბადებს. მეცნიერებაში ასეთი თვისება არც ერთ მიკროორგანიზმს არ აქვს. 

ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, სად „ისწავლეს“ ეს მარიანის ღრმულის მიკრობებმა? მეცნიერებმა სინჯები მარიანის ღრმულის წყლის ზედაპირზეც აიღეს. ასევე 2000, 4000 და 6000 მეტრის სიღრმეზე. ყველა სინჯში აღმოაჩინეს ნავთობპროდუქტების ნაწილები. ამის მიზეზი გარემოს დაბინძურება. 

მეცნიერების ვარაუდით, ნახშირწყალბადების მოხმარება და გამოყოფა მიკროორგანიზმებს მაღალი წნევის პირობებში არსებობაში ეხმარებათ. მეცნიერები აღმოჩენილ ბაქტერიებს იკვლევენ. 

მარიანის ღრმული მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვაში.

გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრი პროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია.

დაზუსტებით, გაზომვა რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმა ექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები