მენიუ დახურვა

დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით — ზურაბიშვილი რეპატრირებულ მესხებს ახალციხეში

დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით”, – უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს, რომლებმაც მას მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვეს.

შეხვედრის კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, მე-9 არხმა გაავრცელა. 14 აპრილს, დედაენის დღეს, ახალციხის ბაზარში სტუმრობისას ზურაბიშვილს რამდენიმე ადამიანმა, – არხის თანახმად, საქართველოში რეპატრირებულმა მესხებმა – საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად დახმარება სთხოვა.

200-200 ლარს ყოველთვე ვიხდით, არავინ არ გვაძლევს მოქალაქეობას”, – რუსულ ენაზე უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბიშვილს.

კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი მას და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ეუბნება: ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული?… დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით და ილაპარაკებთ”.

მეცხრე არხის თანახმად, ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ახალქალაქში გააკეთებს განმარტებას.

“ნეტგაზეთი”

Loading…


მსგავსი სიახლეები