მენიუ დახურვა

რუსთავში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. რუსთაველები სკანდირებენ ლოზუნგს – არა ციხეს” და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ადგილზე მისვლას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავები შეეცადნენ, რომ საავტომობილო გზა გაეხსნათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

აქციის მონაწილეები რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

“პრაიმტაიმი”

loading…


მსგავსი სიახლეები