მენიუ დახურვა

რუსთაველზე რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია – ადგილზე 8 სახანძრო მუშაობს

რუსთაველის გამზირზე, რესტორან ხინკლის სახლში” ხანძარია. როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამზარეულოში 20 კვმ ფართობზეა გაჩენილი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

loading…


მსგავსი სიახლეები