მენიუ დახურვა

„შავ ზღვაზე, ფაქტიურად, საბრძოლო მდგომარეობაა“ – მოსკოვი ნატოს გააქტიურებაზე საპასუხო ნაბიჯებს ამზადებს

როგორც ცნობილია, რუსეთმა, ფაქტიურად მოახდინა შავი ზღვის ფლოტის მობილიზაცია და ბალტიისა და წყნარი ოკეანეთის ფლოტებიდან ხდება საბრძოლო ხომალდების გადმოცურვა. როგორც ჩანს, პუტინი უკვე არ დაიხევს უკან შეარაღებული შეტაკების პირდაპირი პროვოცირებისაგან. ფაქტიურად, საბრძოლო მდგომარეობაა და ეს სამწუხარო ფაქტია, – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის საგარეო სამინისტროს მუქარას, რომ ოფიციალური მოსკოვი შავ ზღვაში ნატოს გააქტიურების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე ალეკსანდრ გრუშკომ გააკეთა.

ჩვენ, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის ზომებს იმ საფრთხეების ნეიტრალიზებისათვის, რაც ამ რეგიონში ნატოს აქტოვობის ზრდას უკავშირდება, – აცხადებს გრუშკო.

ნატოს გააქტიურებაში კი პირველ რიგში ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინისა დახმარება იგულისხმება – ამ ქვეყნების სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი წვრთნების ჩატარება.

ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, რუსეთი ჩრდილოატლამტიკურ ალიანსთან შავ ზღვაში სამხედრო კონფრონტაციაზე წასვლას ცდილობს.

შავი ზღვის აიკვატორიას და განსაკუთრებით აზოვის ზღვას ქერჩის სრუტით რუსეთი თავის შიდა ტერიტორიად თვლის და მიიჩნევს, რომ ამ აკვატორიაზე აქვს პირდაპირი სუვერენული უფლება და არ ესიამოვნა ნატოს გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შეიქმნას მუდმივმოქმედი სამხედრო ძალების დაჯგუფება ესკადრა, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ამ აკვატორიაში.

მეორე მხრივ, ნატომ გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორია მისი შიდა მოქმედების ტერიტორიად, რადგან რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. რა თქმა უნდა, მათი სუვერენიტეტი ასევე ამ ტერიტორიებზე ვრცელდება და სურს საქართველო და უკრაინა გახდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები და ორივეს გააჩნიათ ასპირანტი წევრის სტატუსი ნატოსთან მიმართებაში.

ასე რომ, ნატოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი განსხვავებულად ფიქრობს და ცდილობს გამოიყენოს ყველა საშუალება, რომ წავიდეს სამხედრო კონფრონტაციაზე ალიანსთან, – აცხადებს მაისაია.

მისივე აზრით, ამ საკითხე რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხისტი და სახიფათოა

ასეთი ხისტი და მკაცრი განცხადება იყო პირდაპირი მითითება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომ მიიღონ კონკრეტული ზომები. ფაქტიურად მისცა ნება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებს, გაუხსნან ცეცხლი ნატოს კოალიციის სამხედრო საზღვაო ძალებს, თუ ისინი გადაკვეთენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებს და ქერჩის სრუტეში შევლენ, – აცხადებს მაისაია.

Loading…


მსგავსი სიახლეები