მენიუ დახურვა

რუსმა ტურისტმა გუდაურში თხილამურები მოიპარა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ირაკლი ჟვანიამ, რუსი ტურისტის ქურდობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც პოსტში წერს, ის და მისი მეგობარი გუდაურში სასრიალოდ იმყოფებოდნენ. იქიდან გამოსულებმა კი აღმოაჩინეს, რომ იმ ადგილას, სადაც თხილამურები დატოვეს, სხვა, შედარებით დაბალი ხარისხისა და ბრენდის თხილამური დახვდათ. კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიდან წითელქურთუკიან ქურდს ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. სწორედ მაშინ გაარკვიეს, რომ მათი თხილამურები რუს ტურისტს მოეპარა. პრაიმტაიმი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

გუშინ გუდაურში კაფედან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი სრიალის გასაგრძელებლად და მეგობრის თხილამური გამქრალია თავისი ჯოხებით. კაფეს გარეთაც და შიგნითაც კამერები აქვს. პერსონალთან ერთად მაშინვე ვნახეთ ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ ვიღაც წითელქურთუკიანი მოსრიალდება თავისი თხილამურით, მოიხსნის, გარეთ მაგიდებს შორის გაისეირნებს, კაფეში არც შევა ისე შეიხედავს და მერე ჩვენი თხილამურების წინ მაგიდაზე ჯდება ერთი წუთით, ისე რომ არაფერს უკვეთავს. მერე დგება, ხტება ჩემი მეგობრის ახალ ატომიკებში და მოკურცხლავს მისივე ჯოხებით. ჩვენ ვნახულობთ მის დატოვებულ თხილამურს და ჯოხებს, რომლებიც ისეთი უბრალოა რომ ეგეთი ბრენდი მეც არ გამიგია. შემთხვევით გვერდზე ვხედავთ ზუსტად ასეთივე ორ თხილამურს და ვხვდებით რომ სამივე ერთი და იგივე გაქირავებიდან უნდა იყოს. ამ თხილამურების პატრონებისგან ვიგებთ რომელ გაქირავებაში აიღეს და მივდივართ იქ უკვე მოსულ პოლიციასთან ერთად. გაქირავების პატრონი რა თქმა უნდა მაშინვე ურეკავს ვისაც თხილამური მიაქირავა და ვინ შეგვრჩა ხელში? თავის სასტუმროს ნომერში მონებივრე ოკუპანტი ტურისტი. პოლიცია მიადგა სასტუმროში და ეს ნაგავი იმასაც კი არ ცდილობს თქვას თხილამური შემეშალაო (ან როგორ უნდა შეშლოდა წითელი ლურჯში), მისი ვერსიით თურმე ჩვენ თხილამური ვიღაცამ მოგვპარა და ამხელა გუდაურში მის სასტუმროში მისი ოთახის ნომრის ქვეშ სკიდეპოში მიაყუდა. ეს კიდე ეტყობა ფეხით ჩავიდა სასტუმროში და თხილამური მთაზე დარჩა. ერთმა პოლიციელმა ვეღარ მოითმინა, ქურთუკში სწვდა და შენ ახლა რაც ვიდეოში ჩანს ის წითელი ქურთუკი არ გაცვიაო? წითელი ბევრს აცვიაო უპასუხა შეშინებულმა. ვიდეოზე სახე არ გაირჩეოდა და ამ არაკაცის პასუხისგება გრძელი და სათუო საქმე იყო. წამოვედით დაღლილები და ნახევარი დღე სრიალის მაგივრად თხილამურის ძებნაში ნერვებმოშლილი. პოლიციელებმა თქვეს, რომ თხილამურის ქურდობა თუ ხდება ბოლო წლებში, სულ ამ ტურისტების კისერზეა. თხილამურები უყურადღებოდ არ დატოვოთ, ირგვლივ ბევრი რუსი დაძრწრის.ხოდა რუსი ერთი ცალი ტურისტიც კი წაგლეჯაზეა და კიდევ ერთხელ მაგ ქვეყნის დედაც…” – წერს ირაკლი ჟვანია.

Loading…


მსგავსი სიახლეები