მენიუ დახურვა

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცემერს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, მან გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა – ორივე პირი ზუგდიდის მერიაში მუშაობდა და მათ ურთიერთობა ქონდათ თანამშრომლებთან, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, შესაძლოა, მათ მტკიცებულებებზე ხელის შეშლისთვის გამოიყენონ.

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოიპოვეს, დადასტურდა მისი ავთენტიკურობა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 2 ნოემბერს წარუდგინეს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის’ საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცემერს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, მან გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა – ორივე პირი ზუგდიდის მერიაში მუშაობდა და მათ ურთიერთობა ქონდათ თანამშრომლებთან, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, შესაძლოა, მათ მტკიცებულებებზე ხელის შეშლისთვის გამოიყენონ.

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოიპოვეს, დადასტურდა მისი ავთენტიკურობა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 2 ნოემბერს წარუდგინეს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.