მენიუ დახურვა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება

სააგენტო C.news-ის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ხანძრის გაჩენა “პოტენციურად სარემონტო სამუშაოებს” უკავშირდება.

პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა “ტვიტერზე” ისტორიული ძეგლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. მან ასევე ადგილობრივებს მოუწოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

პოლიცია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში ხელი არ შეუშალონ.

loading…


მსგავსი სიახლეები