მენიუ დახურვა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა!

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა ტაძრის გადარჩენა. ფრანგული მედია ხანძრის მასშტაბს აფასებს და წერს, რომ ტაძარმა საფრანგეთისა და მსოფლიოს რელიგიური, ისტორიული, კულტურული ობიექტის სახე დაკარგა.

ტაძრის წარმადგენლის ანდრე ფინოს განცხადებით, სახანძრო სიგნალიზაცია ადგილობრივი დროით 18:30 წუთზე ჩაირთო. ინციდენტის შემდეგ, შენობაში მყოფი მოსახლეობის დაუყოვნევლივ ევაკუაცია განხორციელდა. შენობის გარშემო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა სარეაბილიტაციო სამუშაობს უკავშირდება.

loading…


მსგავსი სიახლეები