მენიუ დახურვა

საფრანგეთის შსს: ტაძარი, სავარაუდოდ, ვერ გადარჩება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება საერთოდ ვერ გადავარჩინოთ, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მომდევნო საათნახევარი ხანძრის ჩაქრობის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება.

ხანძარს ახლა 400 ადამიანი აქრობს. ცეცხლთან ბრძოლისთვის იყენებენ ყველა შესაზლებლობას, გარდა ვერტმფრენებისა. როგორც უწყებასი განმარტეს, ხანძრის ჩასაქრობად ჰაერიდან წყლის გამოყენებას, შეიძლება მთელი შენობის ჩანგრევა მოჰყვეს.

Loading…


მსგავსი სიახლეები