მენიუ დახურვა

ელისო, იქ გააგრძელე, სადაც მზად არიან ბრმად მიიღონ შენი მხრიდან მორალური გაკვეთილები კილაძე ხერხეულიძის დაპირისპირება

“რაღაც ზე ფამილარული ხარ და რამ მოგცა ეს სითამამე, გაუგებარია. ან შენ რა იცი მე ვის რა მივწერე, ან შინაარსი, ან კონტექსტი, კითხვებს რომ სვამ და დასკვნებსაც თავად აკეთებ?ან შენი თეორიები რა შუაშია იმასთან რა სქრინითაც ხელმძღვანელობ? რაც მთავარია,სააკაშვილს ვინ რას ეძახდა, ან მის და ქვეყნის წინააღმდეგ ვინ როგორ მოქმედებდა, ეს რომ იყოს ჩემი სამოქმედო კონსპექტი, ბევრს დავუწესებდი შეზღუდვებს.

მოკლედ ელისო,მაგრად მეზარება იმის მტკიცება, რომ შენნაირ პრინციპულთან და შეუდრეკელ მებრძოლთან მე საბრალოს სამტკიცებელი მაქვს რამე და ძალიან გთხოვ, სანამ რამეში საფუძვლიანად გაერკვევი, იქ გააგრძელე, სადაც მზად არიან ბრმად მიიღონ შენი მხრიდან მორალური გაკვეთილები” – ასე გამოეხმაურა ნაც.მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ჟურნალისტ ელისო კილაძის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის ეკა ხერხეულიძეს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ნინო ჯღარკავას შვილის მხარდამჭერი შეტყობინება გაუგზავნა.

წყარო: marshalpress.ge

Loading…


მსგავსი სიახლეები