მენიუ დახურვა

რა ელის ნოტრ-დამში დაცულ მაცხოვრის ეკლის გვირგვინს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახება იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ტაძრის წარმომადგენლის თქმით, ის უნდა გადარჩეს, რადგან ინახება საგანძურში, რომელიც ცეცხლგამძლეა.

Le Figaro წერს, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ტაძრის სახურავიდან რესტავრაციისთვის მოხსნეს ბრინჯაოს თექვსმეტი ქანდაკება. სავარაუდოდ, განადგურებას ისინიც გადაურჩა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს საღამოს გაჩნდა. მალევე ჩაინგრა შენობის შპილი და სახურავი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი – სამშენებლო სამუშაოებია. პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. სიტეს კუნძულიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. კუნძულზე მუდმივად დაახლოებით ათასი ადამიანი ცხოვრობს, ასევე არის ხუთი სასტუმრო, რომლებშიც ტურისტები ცხოვრობენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ტაძრის გადარჩენას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ. პოლიციის თქმით, დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები