მენიუ დახურვა

ორ ბიჭთან ერთად მოკლეს და წყალში გადააგდეს – ანაკლიაში მიხეილ სააკაშვილის სკაიპ- ჩართვის დროს ინციდენტი მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო ანაკლიაში, სადაც სახალხო მოძრაობა ,,ერთად სახლში შეხვედრას მართავდა და მოძრაობის წევრები ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სკაიპით ესაუბრებოდნენ, მოქალქეების ნაწილს შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მიეცათ. მათ შორის

2011 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ნათესავებს, რომლებსაც სურდათ, მიხეილ სააკაშვილისთვის კითხვა დაესვათ.

ჩემი ძმის შვილი 2011 წელს კიდევ ორ ბიჭთან ერთად მოკლეს და წყალში ჩააგდეს. საფლავიც არ გვაქვს, მინდოდა ეს მეკითხა, ასევე მსურდა მხედრიონობის პერიოდში გიორგი ბარამიძემ რომ გადაწვა დარჩელი და ახლა ასე დადის, რა სინდისით დადის?! გვითხრეს რომ განსხვავებული აზრის მქონე ვარ და შესაბამისად შეხვედრაზე ვერ შევალ, – განაცხადა გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ბიძამ.

მოძრაობა ერთად სახლშის წევრები მიხეილ სააკაშვილს სკაიპით უკვე რამდენიმე საათია სხვადასხვა თემებზე ესაუბრებიან. შეხვედრის მონაწილის დათა შელიას თქმით, საუბარი სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს შეეხო. სკაიპ -შეხვედრას 50-მდე ადგილობრივი ესწრება.

Loading…


მსგავსი სიახლეები