მენიუ დახურვა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხუთ წელიწაში აღადგენენ – ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ, ხუთი წელი დასჭირდება.

15 აპრილს მომხდარი ხანძრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს ისაუბრა.

ჩვენი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაცილებით ლამაზი იქნება და დიდი იმედი მაქვს, ამას ხუთ წლის განმავლობაში მივაღწევთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის 600 მილიონ ევრომდეა შეგროვებული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

loading…


მსგავსი სიახლეები