მენიუ დახურვა

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კომერციული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა, როცა შესაძლებელია ყველა ძველი იდეისა და ჩანაფიქრის რეალიზაცია. კარგად გააზრებული და გადამწყვეტი მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. გამორიცხული არაა კონკურენტებთან დაპირისპირება და კოლეგებთან კამათი. ამ დღეს ნებისმიერი საქმე, სარისკოც კი, წარმატებით დასრულდება.

კურო

პასიური დღეა. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით და დამკვირვებლის როლს დასჯერდებით. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ დიდი ძალისხმევის, დროისა და ენერგიის ხარჯვის ფასად მიაღწევთ. ეცადეთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობა შეზღუდოთ: მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა, რომელიც შეცდომებსა და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ შიშის, დაღლილობისა და ნერვიული სტრესისგან.

ტყუპები

პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისგან თავის შეკავება სჯობს. ხასიათის უმიზეზო ცვლამ შესაძლოა, მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, ეს დღე პასიურად გაატაროთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. ფინანსური წარმატებისთვის ქანცგაწყვეტამდე მუშაობა და უზარმაზარი ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი მოლოდინს მაინც ვერ გაამართლებს.

კირჩხიბი

ამ დღეს მოხდება რაღაც, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგამახსოვრდებათ. ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან, ამიტომ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ. მთელი ენერგია მუშაობისკენ მიმართეთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. გვერდით მყოფ ადამიანს შეუძლია, აუხსნელი შფოთვისგან გაგათავისუფლოთ.

ლომი

ამჟამად თქვენი სასიცოცხლო ენერგია, სექსუალურობა და მომხიბვლელობა უმაღლეს დონეზეა. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კომერციულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ. თქვენი ენერგიულობა და რთული ამოცანების გადაჭრის უნარი საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ. შეფის შექება და კეთილგანწყობა გაიძულებთ, პრობლემების გადაჭრის უჩვეულო და არატრადიციული გზა გამონახოთ.

ქალწული

სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები და კოლეგებთან დაპირისპირება. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის დროს, ერიდეთ ტრავმებსა და ავარიებს. საქმე, რომელსაც იძულებით აკეთებთ, თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ იდეებს გაჩუქებენ და ახალ შესაძლებლობებზე აგიხელენ თვალს.

სასწორი

დაძაბული დღეა. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ დიდი ფულის, ძალისა და დროის ხარჯვის შედეგად მიაღწევთ. შექმნილ პრობლემაზე მხოლოდ დროული რეაგირებით შეძლებთ ნეგატიურ სიტუაციასთან გამკლავებას.

მორიელი

ეს დღე განსაკუთრებულ მიღწევებსა და წარმატებებს არ გპირდებათ. შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და მიღწეულ პოზიციაზე გამაგრდეთ. შესაძლოა, კვირის ბოლოს კრიზისული ფინანსური მდგომარეობა შეგექმნათ. იოლ შემოსავალს ნუ დახარბდებით. რეალისტი ხართ და ილუზიებით არ იკვებებით, რაც კოლეგებისა და უფროსის თვალში ღირსებას გმატებთ.

მშვილდოსანი

პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავი შეიკავეთ. დიდი შრომისა და ძალისხმევის მიუხედავად, შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. განწყობა ყოველ წუთს გეცვლებათ, რამაც შეიძლება გარშემომყოფებთან პრობლემები შეგიქმნათ.

თხის რქა

ბედი გამოცდას გიწყობთ. საქმე, რომელიც იძულებული ხართ, აკეთოთ, ნაკლებად საინტერესოდ გეჩვენებათ. სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები და პრობლემები. დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ.

მერწყული

დაძაბული და შფოთიანი დღეა. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ტაქტს მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი გეგმებისა და ჩანაფიქრის შესახებ არავის უამბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა ყველა გეგმა ჩაგიშალონ. პრობლემებზე დროული რეაგირება დაგეხმარებათ, სიტუაცია გამოასწოროთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და ნერვიულობას.

თევზები

დაძაბული დღეა. თავი შეიკავეთ მკვეთრი გამონათქვამებისა და უხეშობისგან. საკუთარ გეგმებს ნუ გაუმხელთ ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით. იოლ შემოსავალს ნუ დახარბდებით. ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას.

loading…


მსგავსი სიახლეები