მენიუ დახურვა

ზურაბიშვილი ტელეარხ CBS-ს სერიალის ეპიზოდში დაშვებული შეცდომის შეცვლას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოპულარულ კრიმინალურ სერიალში NCIS: New Orleans, სამხრეთ ოსეთის რუსეთის პროვინციად მოხსენიების გამო ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს.

ზურაბიშვილი სერიალის ახალ ეპიზოდში ცხინვალის რეგიონის რუსეთის პროვინციად ხსენების ჩასწორებას ითხოვს.

საზღვაო პოლიცია: ნიუ ორლეანის” ახალ ეპიზოდში სამხრეთ ოსეთი” მოხსენიებული იქნება როგორც რუსეთის პროვინცია”, რაც პრობლემატურია. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-სა და შოუს სცენარისტებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე”.

ხსენებული სერიალი 2014 წლიდან გადის CBS-ის ეთერში, მიმდინარე მეხუთე სეზონი კი 14 მაისს დასრულდება.

Loading...

მსგავსი სიახლეები