მენიუ დახურვა

პანკისელი: იმათ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანები და ტექნიკა, ვის გამოც ეს მოხდა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივების საგანგებო კრება მიმდინარეობს. მოსახლეობა 21 აპრილის მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობს.

“ჩვეენ აქ შევიკრიბეთ, რომ დავანახოთ ერთობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა ტერორისტებად შევერაცხეთ,მაგრამ ეს ხომ ესე არ არის. პანკისი ერთად დგას და თუ ვინმეს დაჭერას აპირებენ, აქ ვართ მთელი პანკისი, მოვიდნენ და გვკითხონ რაც აინტერესებთ, არცერთ კითხვაზე უკან არ ვიხევთ.

რაც დაზიანდა აანაზღაურონ თვითონ კომპაანის მფლობელებმა.

რომ მოდიოდნენ ვითომ მოსალაპარაკებლად, რამდენიმე ადამიანს ხვდებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. რატომ ჩვენ მოსახლეობას არ გვკითხეს რას ვფიქრობდით. თვითონ აანაზღაურონ ის დამწვარი მანქანებიც და ტექნიკაც, ვის გამოც ეს მოხდა. ჩვენთან რატო არასდროს არ ილაპარაკეს,ეს ამდენი ხალხი რა განუვითარებელია თუ ვერ გავიგებით.ახლა მოვილაპარაკებთ ერთმანეთში,” – განაცხადა კრების ერთ-ერთმა მონაწილემ ზაურ ბაღაკაშვილმა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, ეს კრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Loading...

მსგავსი სიახლეები