მენიუ დახურვა

უბედურება: გორში ანძიდან ადამიანი გადმოვარდა – 50 წლის კაცი ადგილზევე დაიღუპა

გორის ანძის თანამშრომელი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს. ანძა ტელეკომპანია ,,თრიალეთს” ეკუთვნის, თუმცა, ,,თრიალეთში” ამბობენ, რომ მამაკაცი მათი თანამშრომელი არ იყო. ანძა გაქირავებულია მაგთიკომზე და

რადიო მოზაიკაზე.

მამაკაცმა დაზიანებები მიიღო თავის არეში. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ეს დაზიანებები გადმოვარდნის შედეგია. თუმცა სამინისტრო ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

Loading...

მსგავსი სიახლეები