მენიუ დახურვა

დავინახე მანქანას ვეჯახებოდი და მივხვდი… – მერაბ კვირიკაშვილმა პროცესზე ავარიის დღე გაიხსენა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება. მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა.

“რომ დავინახე ავტომობილი, ინსტიქტურად დავიწყე მოძრაობა რათა ამეცილებინა. არ შემიძლია ამის ახსნა და გადმოცემა როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არეფერი დამინახავს”, – განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე სასამართლო პროცესზე უპასუხოს.

პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირკაშკვილმა უპასუხა: იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ზრუნავდი და არ მიფიქრია იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე”.

(ამბები)

loading…


მსგავსი სიახლეები