მენიუ დახურვა

საფრანგეთის ყველაზე დიდ აკვარიუმში 30 ჩაქუჩა ზვიგენი მოკვდა

ზვიგენი

საფრანგეთში ყველაზე დიდი აკვარიუმის ადმინისტრაცია სასამართლოს წინაშე წარდგება, საქმე უკავშირდება 30 ჩაქუჩა ზვიგენის სიკვდილის ფაქტს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

‘ნაუსიკას ეროვნულ საზღვაო ცენტრს’ სასამართლოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  გარეული ცხოველების წესებისა და ნორმების დაუცველობისთვის უჩივლა. 

ნაუსიკამ ზვიგენები ველური ავსტრალიიდან 2011 წელს მიიღო და 8 წლის განმავლობაში ყველა დაიღუპა. ბოლო ზვიგენი კი გასულ ხუთშაბათს მოკვდა. აკვარიუმის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ზვიგენები სოკოს გამო გარდაიცვალნენ, თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზვიგენების ნაწილმა ერთმანეთი შეჭამა. 

აკვარიუმმა ზვიგენების პროექტში 3 მილიონი ევრო ჩადო. 

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები