მენიუ დახურვა

კარტოფილი ლორით

ძალიან გემრიელად „ჟღერს“, არა?

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 6-7 ცალი

ლორი – 200 გრ

ხახვი – 2 ცალი

მარილი, პილპილი, ზეთი – გემოვნებით

1. გაფცქვენით კარტოფილი. დაჭერით მსხვილად. მოხარშეთ მარილიან წყალში.

2. დაჭერით ლორი ჩხირებად. შეწვით მცირე რაოდენობის ცხიმში.

3. გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით ალყა-ალყა. ცალკე მოშუშეთ და შეურიეთ ლორს.

4. გადაურიეთ ერთმანეთში კარტოფილი, ლორი და ხახვი, მოაყარეთ პილპილი და მიიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

Loading…


მსგავსი სიახლეები