მენიუ დახურვა

კახეთში მსოფლიო რბენაში 7000-მდე ადამიანი მონაწილეობს

სირბილი

საქართველო მსოფლიო რბენას წელსაც შეუერთდა. შეჯიბრება ტრადიციულად კახეთში მეექვსედ ტარდება. ეს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიებაა. 

შეჯიბრის მონაწილეები ცდილობენ მეტი ირბინონ ან გააუმჯობესონ წინა წლის შედეგები. კახეთში წლევანდელ რბენაში 7000-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი მორბენალები. ყველა ერთი მიზნისთვის დარბის – ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები