მენიუ დახურვა

ქართველმა მებრძოლმა მეტოქე 7 წამში ნოკაუტით დაამარცხა

სპორტი

ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებში. შეჯიბრი დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში არსებულ ფრენბურთის დარბაზში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს. სულ 10 ბრძოლა გაიმართება. მთავარი დაპირისპირება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში რაულ თუთარაულსა და ირანელ მასუდ მოყიმიანს შორის შედგა.

ორივე სპორტსმენი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გიორგი კაბულაშვილის გაწვრთნილმა ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მარტივად, 7 წამში ნოკაუტით დაამარცხა. 

თუთარაულის გარდა გამარჯვება არჩილ თაზიაშვილმა, მათე სანიკიძემ, სოსო ნიჟარაძე, და თამაზ ბოჭორიშვილმა იზეიმეს. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები