მენიუ დახურვა

ავტობანზე სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა

ავარია ავტობანზე

ავტობანზე, სოფელ ხურვალეთის გადასახვევთან ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად, დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ,,გორმედში’ გადაიყვანეს. ინფორმაციას ‘შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი’ ავრცელებს.

დაშავებული 30-წლამდეა და მას მრავლობითი დაზიანება აქვს. რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

არსებული ინფორმაციით, ‘მერსედესის’ მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი, ერთი მიმართულებით – დასავლეთ საქართველოსკენ მიდოდნენ.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.